ბერდია სიჭინავა - ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ აბსურდშია გადავარდნილი, რა ლომჯარია, რა 20 ივნისი? - გიორგი გახარიას მინიონებთან სალაპარაკო არაფერი აქვს

ახლა ეს მინიონების ქარხანა ბიძინა ივანიშვილს გამოდგმული ჰყავს და ალაპარაკებს - გიორგი გახარიას ამ მინიონებთან სალაპარაკო არაფერი აქვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ აბსურდშია გადავარდნილი.

როგორც მან აღნიშნა, თავის დროზე „ქართული ოცნების“ წევრების ქებასაც ნულის ფასი ჰქონდა, „გიორგი გახარიას „ქლესა ღიმილით“ პარლამენტის შენობაში რომ ხვდებოდნენ და ფოტოს გადასაღებად ერთმანეთს ასწრებდნენ“.

„ეს ადამიანი {ირაკლი კობახიძე} პოლიტიკურ აბსურდშია გადავარდნილი. რა ლომჯარია? რა 20 ივნისი? ის წარმოუდგენელ სასულეებზე ლაპარაკობს. ახლა ეს მინიონების ქარხანა ბიძინა ივანიშვილს გამოდგმული ჰყავს და ამ მინიონებს ალაპარაკებს. რამდენჯერ დაუსვამს კობახიძეს იგივე საკითხები ბასიანიდან დაწყებული 20 ივნისით დამთავრებული. თუ აქვს ამის გამბედაობა კობახიძეს ჩვენ შეგვიძლია დებატებში დავუსხდეთ. ამ მინიონებთან სალაპარაკო გახარიას არაფერი არ აქვს. იმიტომ, რომ ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არაფერს არ წარმოადგენენ.

ჩვენს გუნდს 20 ივნისთან დაკავშირებით არ უსაუბრია? ან ბასიანთან დაკავშირებით არ უსაუბრია? ყველა კითხვაზე პასუხები არის გაცემული. რაც შეეხება ჩვენს გზავნილს, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაბედოს. ძალიან მარტივია ადამიანს სამალავიდან და შენი წერილებიდან მოღალატე დაუძახო, მერე ეს მინიონები და კლოუნები გამოყარო, ალაპარაკო თითქოს ვიღაცამ ქვეყანას უღალატა, მერე საკუთარ სასტუმროში პარტიის ყრილობა ჩაატარო - უთხრა, „აი, საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე დავბრუნდი“ და აი, ამისთვისაც გახარია მოღალატედ მოიხსენიო. ადამიანი, რომელიც ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, მისი წარდგენით არჩეული პრემიერ-მინისტრი იყო“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო