Fitch Ratings - ჩვენი მოლოდინით, 2024-25 წლებში ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ ფარგლებში დარჩება

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი შეფასება გამოაქვეყნა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანგარიშის თანახმად, Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე, „პოზიტიური შეფასებით“ შეინარჩუნა.

„Fitch Ratings-ის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობს პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნებას. საუბარია ძლიერ მმართველობაზე, მნიშვნელოვნად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის შემცირებაზე, სანდო მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოზე, ძლიერ საბანკო სექტორზე და სხვა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ევროკავშირში მიღების პერსპექტივასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობას“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ძლიერმა საბაზო ეფექტებმა და მყარმა ლარმა 2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის 0.4%-მდე შემცირება განაპირობა (სებ-ის მიზნობრივი მაჩვენებელი: 3%).

„Fitch-ი მოელის, რომ 2024-25 წლებში საშუალო წლიური ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ ფარგლებში დარჩება. ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს განაკვეთები მხოლოდ 150 საბაზო პუნქტით 9,5%-მდე შეამცირა და მზადაა, შერბილების ტემპთან ფრთხილი იყოს, რათა თავიდან აიცილოს გადაჭარბებული საკრედიტო ზრდა (ნომინალური 17,3% 2023 წლის ნოემბრისთვის)“, - ნათქვამია Fitch Ratings-ის ანგარიშში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია