დონალდ ტუსკი - ანტიუკრაინულ გრძნობებზე პოზიციის ჩამოყალიბების უფლებას მთავრობაში არავის არ მივცემ!

ანტიუკრაინულ გრძნობებზე პოზიციის ჩამოყალიბების უფლებას მთავრობაში არავის არ მივცემ! - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ტელეარხ TVN24-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არასდროს დავუშვებ, რომ ჩემს მთავრობაში ვინმეს რაღაც ანტიუკრაინულ პოზიციებზე სურდეს თავისი პოზიციის ჩამოყალიბება. ვინაიდან, როდესაც საუბარია ომსა და ჩვენს, ისევე როგორც მთელი დასავლური სამყაროს, ერთგულებაზე უკრაინისადმი რუსეთის ფედერაციასთან მის წინააღმდეგობაში, აქ არანაირი ეჭვები არ შეიძლება არსებობდეს,” - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველ პოლონელ პატრიოტს სრულიად უნდა ესმოდეს ეს არგუმენტები, ხოლო რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა საჭიროებს როგორც ვარშავის, ასევე მთელი თავისუფალი სამყაროს დახმარებას.

„და ეს ლოზუნგი არაა. ვინაიდან რეალურად, სანამ უკრაინა რუსეთთან ომობს, ჩვენ შედარებით უსაფრთხოებაში ვართ”, - აღნიშნა ტუსკმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში პოლონეთის ამოცანა სასოწარკვეთილებასთან ბრძოლა იქნება, როდესაც საუბარი უკრაინის დახმარებას შეეხება.

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ის ინტენსიურად მუშაობს ევროპელ კოლეგებთან, რომლებსაც ეს კარგად ესმით.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა