ეკვადორში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს

ეკვადორის ციხეებში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ქვეყნის პენიტენციურ სამსახურს, პოლიციას და შეიარაღებულ ძალებს ციხის თანამშრომლების წარმატებით გათავისუფლება მიულოცა.

ეკვადორის პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჩატარდება გამოძიება მძევლების აყვანაზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად.

ცნობისათვის, გასული კვირის ორშაბათიდან, ეკვადორის სულ მცირე 7 ციხეში, პატიმრებს ციხის 158 მცველი და ადმინისტრაციის 20 თანამშრომელი ჰყავდათ დაკავებული. ქვეყანაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისი რამდენიმე დღის წინ კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც შეიარაღებული პირების ჯგუფი ტელევიზიის ეთერში შეიჭრა. პოლიცია და შეიარაღებული ძალები ქვეყნის მასშტაბით ოპერაციებს განაგრძობენ. საგანგებო მდგომარეობის დაწყების შემდეგ ქვეყანაში 1 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა