მაია სანდუ - ვიცით, რომ გაზაფხულზე რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით ქმედებებს განაახლებს

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობდა კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას, ცდილობდა გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში, მაგრამ ქვეყანამ მიიღო ყველა ზომა ამ მცდელობების დასაძლევად.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა კიშინიოვში წესრიგისა და ძალაუფლების დესტაბილიზაციას, ყოველ ჯერზე ცდილობდა გამოეყენებინა რეჟიმი დნესტრისპირეთის რეგიონში. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ რისკებს და ვიღებთ ყველა ზომას ამ დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მოქალაქეებთან გვაქვს კომუნიკაცია ამ რიკსებთან დაკავშირებით, როგორც შარშან, როცა რუსეთის განზრახვა იყო ხელისუფლების დამხობა. მოქალაქეებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ვცდილობთ დავიცვათ თავი ამ რისკებისგან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, ჯერ კიდევ არის მოწყვლადობა“, - განაცხადა მაია სანდუმ.

მისი თქმით, მოლდოვას რესპუბლიკას ამ თვალსაზრისით რუმინეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„ვიცით, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი განაახლებს ქმედებებს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით“, - აღნიშნა მაია სანდუმ.

ცნობისთვის, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება. სანდუმ უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში