ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლევანდელი თარიღი ღირსშესანიშნავი ასევე იმიტომ არის, რომ ისტორიული დროშის აღდგენიდან 20 წელი შესრულდა.

„საქართველოს სახელმწიფო დროშა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლოა. თეთრ ველზე გამოსახული ხუთი მეწამული ჯვარი საუკუნეების განმავლობაში იყო აღმართული თბილისის და ცხუმის (სებასტოპოლისის) თავზე და აღნიშნავდა ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაციის უკიდურეს აღმოსავლეთს. ნიშანდობლივია, რომ საქართველო დღესაც ამ დროშით იბრუნებს ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში.

წლევანდელი თარიღი ღირსშესანიშნავია ასევე, რადგან შესრულდა 20 წელი ისტორიული დროშის აღდგენიდან. საბჭო ულოცავს საზოგადოებას დროშის დღეს და მოქალაქეებს მოუწოდებს აღმართვისა და გამოფენის შემთხვევაში დროშისადმი გამოიჩინონ ღირსი პატივისცემა, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებებისთვის სავალდებულოა დროშა აღიმართოს და გამოიფინოს, კანონის და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის # 282-ე დადგენილების შესაბამისად: https://heraldika.ge/uploads/dadgenileba.pdf,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე