გრიგოლ გეგელია - რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე - ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები

რასაც ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ვხედავთ, არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე. ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი შეაფასა.

მისივე თქმით, ჩინეთს აქვს მთელი რიგი ისეთი ინტერესები, რომელიც არ არის და ვერ იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაში, შესაბამისად, უნდა აირჩიო ან ერთი, ან მეორე.

„სავაჭრო დონეზე ქვეყნებს შორის ურთიერთობები კარგი და მისასალმებელია, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ის, ბუნებრივია, გარდა რუსეთის ფედერაციისა და მასთან აფილირებული ავტოკრატიებისა, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ეს არის უპირველეს ყოვლისა რევანში პოლიტიკურ დასავლეთზე. ეს არის ამერიკის და ევროპული კავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და არა საქართველოს ინტერესების დივერსიფიკაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ძალიან მარტივად - "ქართული ოცნება" აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებს უთხრას რომ მას, "ქართულ ოცნებას" გააჩნია განსხვავებული ღირებულებითი ღერძი, რომელიც აღარ ემთხვევა ამერიკის და ევროპული კავშირის გეოპოლიტიკურ და საგარეო ინტერესებს," - განაცხადა გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე