ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნებისგან“ ნულია იმის მოლოდინი, რომ ევრორეკომენდაციებს შეასრულებენ - მათ რეფორმების განხორციელების არანაირი სურვილი და პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ

„ქართული ოცნებისგან“ ნულია იმის მოლოდინი, რომ ისინი ევრორეკომენდაციებს შეასრულებენ - მათ რეფორმების განხორციელების არანაირი სურვილი და პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გასატარებლად 11 წელი ჰქონდა.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე, ყველა ის ფუნდამენტური რეფორმა განვახორციელოთ, რომელიც უზრუნველყოფს, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. „ქართული ოცნებისგან“ ნულია იმის მოლოდინი, რომ ისინი ამ რეფორმებს გაატარებენ,“ - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ კორუფციული გარიგებების შემოქმედი და მფარველია.

„ქართული ოცნება“ არის კორუფციული ხელისუფლება, რომელმაც თავისი თავი გაათანაბრა კორუფციასთან და არის პირდაპირ მფარველი და შემოქმედი ამ კორუფციული გარიგებების,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ