ნიკოლოზ სამხარაძე - ჩინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ ურყევი მხარდაჭერის პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მათი მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება

დღეს დაიწყო ჩვენი დელეგაციის ვიზიტი პეკინში. გვქონდა შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობის ხელმძღვანელთან და ამ ვიზიტის მთავარი ამოცანა არის საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავება, - ამის შესახებ ჩინეთში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

„იცით, რომ ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, დღეს შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ამ თემაზე და ჩინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ ურყევი მხარდაჭერის პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩინეთის მხრიდან იქნება მუდმივად მხარდაჭერილი. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარება, როგორც ყველაზე მოკლე მარშრუტი ჩინეთიდან ევროპაში და ევროპიდან ჩინეთში ტვირთების გადაზიდვისა, სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე, გვქონდა საუბარი ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევებზე, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე ახლო აღმოსავლეთში, აზიაში და ა.შ. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. ჩვენი ვიზიტი გრძელდება. გვექნება შეხვედრები ვაჭრობის მინისტრთან, ასევე შევხვდებით ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელობას და აქაც გვექნება საუბრები ორმხრივი ინტერესის სფეროებზე", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი