2023 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 529.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 6 090.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 438.5 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 14.0 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წელს 9 347.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია