ვახტანგ ცინცაძე - ბოლო სამი წელია, საქართველოში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება

ბოლო სამი წელია, საქართველოში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს რეკორდული იყო როგორც საგარეო სავაჭრო ბრუნვის, ასევე ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები - 2023 წლის განმავლობაში ექსპორტის 9.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ რეკორდული მაჩვენებელი - 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე რეკორდული იყო საგარეო სავაჭრო ბრუნვა, რომელიც, დაახლოებით, 12.5% -ით გაიზარდა და 21.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსახლეობის კეთილდღეობის და დასაქმების ზრდას. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, არაერთ ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები და ეს პროცესი ახალი ხელშეკრულებების გაფორმების მიმართულებით კვლავ გრძელდება“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია