ლევან დავითაშვილი - უფრო გასაკვირი ის არის, რა რეაქციებიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში კოლეგებთან შეხვედრებს მართავს

მე ვფიქრობ, რომ უფრო გასაკვირი ის არის, რა რეაქციებიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებთან შეხვედრებს მართავს,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავითაშვილის განმარტებით, როდესაც მაღალ დონეზე თანამშრომლობაზეა საუბარი, სამთავრობო უწყებებს სჭირდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც.

„პირველ რიგში, გეტყვით, რომ როდესაც ჩვენ 2023 წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გააქტიურების კუთხით, აქ ლოგიკურია, რომ მთავრობის აქტივობასთან ერთად, საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობა და აქტივობა იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ უფრო გასაკვირი ის არის, რა რეაქციებიც აქვთ ოპოზიციონერებს, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო დელეგაცია დღეს ჩინეთში კოლეგებთან ახორციელებს შეხვედრებს. ჩვენ გვესმის, რომ როდესაც მაღალ დონეზე თანამშრომლობაზეა საუბარი, სამთავრობო უწყებებს სჭირდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდის მხრიდანაც, იმიტომ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარეშე, საკანონმდებლო მხარდაჭერის გარეშე, ბევრი ინიციატივა თუ სურვილი ვერ განხორციელდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ პროდუქტიული იქნება ის ვიზიტი, რომელსაც დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ახორციელებს ჩინეთში“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე