სამების საკათედრო ტაძარში არ ფლობენ ინფორმაციას, როდის დაიწყება მატრონა მოსკოველის ხატის გადაწერა

სამების საკათედრო ტაძარში არ ფლობენ ინფორმაციას, როდის დაიწყება მატრონა მოსკოველის ხატის გადაწერა.

ამ დროისთვის ხატი კვლავ ტაძარშია განთავსებული. ხატის ე.წ. სტალინის ეპიზოდის შეცვლის მიზნით, პროცესში ჯერჯერობით არ ჩართულან სპეციალისტები.

„მე ვარ რიგითი, მორიგე მღვდელმსახური. არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, აპირებენ თუ არა ხატის გატანას ან თუ ჩასწორება უნდათ, ეს უნდა გაკეთდეს ადგილზე, თუ ტაძრის სივრცის გარეთ. სამწუხაროდ, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტი თქვენვე ნახეთ და არავის გადამოწმება არ სჭირდება, რომ ხატი ისევ იგივე მდგომარეობაშია და ჯერჯერობით არაფერი ცვლილება არ ჩანს. ალბათ, ნახეთ ძალიან ბევრი ყვავილი, რომელიც ხატთანაა. ამით მორწმუნეები მის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ. გულდასაწყვეტია, რომ ადამიანები ტაძარში შემოდიან, მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატებს ზედ არ უყურებენ და პირდაპირ ამ ხატთან მიდიან“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა.

მისი თქმით, წმ. მატრონა მოსკოველის იმ ხატის სამების ტაძარში განთავსებამ, რომელზეც სტალინია გამოსახული, ვნებათა ღელვა გამოიწვია როგორც მორწმუნეებში, ისე იერარქიაშიც.

„[ვნებათა ღელვა გამოიწვია] იერარქიაშიც, რა არის დასამალი? ტაძარში გვყავს მღვდელმსახური და მისი ბაბუა დახვრიტეს 1937 წელს. ამ კაცს იმდენად მწარედ ახსოვს ეს ნათესაობაში არსებული [ეს ამბავი], რომ თქვა, ტირილი მინდოდაო, წირვა რომ უნდა ჩამეტარებინა იმ კედლებში, სადაც სტალინი თუნდაც პოზიტიურ ან ნეგატიურ გამოსახულებად არსებობსო. ეს მითხრა ტაძრის ჩვენმა მღვდელმსახურმა.

ვინც იდეებს შესწირა ახალგაზრდების და ადამიანების სისხლი, უძილო ღამეები, ვინც ეს ყველაფერი ვიცით, მის მიმართ პოზიტიურად განწყობილები ვერ ვიქნებით ნუ მოგვთხოვს ამას ნურც ეკლესია, ნურც ერი და ნურც ბერი. თუ მე მაიძულებენ, რომ მიყვარდეს სტალინი, ეს არის დემოკრატიული ქვეყანა? წავედით მაშინ ყველანი სახლებში, მე ჩემი პრინციპები მაქვს. მე ხომ არავის ვუშლი ვისაც უყვარს? დაგვანებონ თავი, ვისაც არ გვიყვარს“, - განაცხადა სასულიერო პირმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა