საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა ძეგვში საქველმოქმედო აქცია გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ და რექტორის სახელით თავშესაფარში მცხოვრებ ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საქველმოქმედო აქცია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტუის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საახალწლოდ ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებ 80 ადამიანს, მათ შორის 21 ბავშვს, ერთი ლამაზი დღე აჩუქა.

„სტუ-ის რექტორის ინიციატივითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით ერთგვარი ტრადიცია დავნერგეთ, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა დროს აქციებს ვმართავთ დევნილებისთვის, ხანდაზმულებისა და ლტოლვილებისთვის. სასიხარულოა, რომ ძეგვის თავშესაფრის მობინადრეები დიდი სიხარულით შეგვხვდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მისია წარმატებით შესრულდა“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ძეგვში მდებარე, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს და სტუ-ის რექტორს გამოჩენილი ყურადღებისათვის.

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანატს, სტუდენტებს ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის. ჩვენთან 21 ბავშვი ცხოვრობს, რომელთაგან 10 სასკოლო ასაკისაა, სხვები ჩვილები და საბაღე ასაკისა. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სასაჩუქრე პაკეტები ასაკის გათვალისწინებით შეარჩია და არცერთი ბავშვი, მშობლები და ხანდაზმული გულდაწყვეტილი არ დატოვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი სტუმრობა. თავშესაფარს ყოველთვის სჭირდება დახმარება, ეს იქნება საკვები პროდუქტი თუ სამოსი, ძალიან მადლიერები ვართ. დიდი მადლობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შემოწირულებისთვის“, - განაცხადა ნანა გოგოჭურმა.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა