გივი მიქანაძე - ვერ წარმომიდგენია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობით  დაინტერესებული არ არის - ნახონ, როგორ მიისწრაფვიან დასავლეთის ქვეყნები ჩინეთისკენ

ვერ წარმომიდგენია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობით დაინტერესებული არ არის - იმან, ვინც კითხვებს სვამს, თუ რატომ ხდება ჩინეთში ვიზიტები და ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, ნახოს, როგორ მიისწრაფვიან დასავლეთის ქვეყნები და როგორ ცდილობენ მაქსიმალურად ასეთ ურთიერთობებს ჩინეთთან, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

მიქანაძის თქმით, ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა სტრატეგიულ პრიორიტეტს იძენს, რომლის ფარგლებშიც საუბარია ორმხრივად მომგებიანი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე. მისივე განცხადებით, ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩინეთის რესპუბლიკისთვის.

“ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის ქვეყანაა. იმ ფონზე, როცა საქართველო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით დღით-დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება როგორც საქონლის, ასევე ენერგო რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება მათ შორის ისეთი დიდი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა ჩინეთი.

დარწმუნებული ვარ, ჩინეთში ვიზიტები ჩვენი ქვეყნისთვის, მისი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და უახლოეს პერიოდში ამ ვიზიტების კონკრეტული შედეგები საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდება - განსაკუთრებით სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელების ფორმატში.

ჩინეთთან ანალოგიური პარტნიორული ურთიერთობები აქვს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და სხვა. გასულ წელს ევროკავშირის პირველი პირები ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაერთგზის იმყოფებოდნენ ჩინეთში - ამ შემთხვევაშიც კითხვის ნიშნების უნდა დავსვათ მათი ხედვების თაობაზე?!“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარტია “ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში გაემგზავრა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე