ლევან დავითაშვილი - ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები დაწყებულია - ეს მოიცავს რამდენიმე ეტაპს

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ -ეკონომიკური კვლევები დაწყებულია და ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სანავიგაციო კუთხით მიზანშეწონილობის განსაზღვრისთვის ტექნიკური შეფასებები მიმდინარეობს და ასევე, ფასდება კონკრეტული ტექნიკური პარამეტრებიც.

„ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევები დაწყებულია. ეს მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რათა ვაზიანის აეროპორტის მიზანშეწონილობის სრულფასოვანი შეფასება მოხდეს. ეკონომიკური მიზანშეწონილობა საბოლოოდ ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. წინასწარი კვლევები არსებობს, რომელიც ჩვენ „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად მოვამზადეთ. ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება უკვე გამოკვეთილია, მაგრამ ეს საჭიროებს დამატებით მაღალ დონეზე კომპეტენტურ კვლევას, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალშივეა დაგეგმილი. ასევე, სანავიგაციო კუთხით მიზანშეწონილობის განსაზღვრისთვის ტექნიკური შეფასებები მიმდინარეობს. ფასდება ასევე კონკრეტული ტექნიკური პარამეტრებიც. ეს კვლევები დასრულების პირასაა. საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში პერიოდულად მივაწვდით ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შესახებ ინფორმაციას“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს