სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა იემენზე განხორციელებული დარტყმები დაგმეს

რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა სატელეფონო საუბრისას მკაცრად დაგმეს შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ იემენზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციას. საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა მკაცრად დაგმეს ქვეყნების ჯგუფის მიერ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურობით იემენის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური დარტყმები“, - ნათქვამია რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მინისტრებმა ისაუბრეს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და ანკლავში ჰუმანიტარული დახმარების წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყეს, რაც, მათი განმარტებით, იმ თავდასხმების საპასუხო ნაბიჯი იყოს, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს