საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიანი პროგრამაზე მსმენელთა მესამე ნაკადის მიღება დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიან პროგრამაზე მესამე ნაკადის მსმენელთა მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, რეგისტრაცია 16 იანვრიდან 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და სწავლა დაიწყება 2024 წლის 19 თებერვალს.

„დონორი ორგანიზაციის მიერ დაქირავებული საგანმანათლებლო და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორების მიერ მომზადდა განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხი მოკლევადიანი პროგრამა (თითოეული 75 საათის ხანგრძლივობით), კერძოდ:

1.ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი);

2.ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემების მონტაჟი);

3.ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერების დაღუმელების მონტაჟი)

4.ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტუ-ის ინფორმაციით, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის სერტიფიცირებას, ხოლო სერტიფიცირებულ მემონტაჟეთა სია განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, ლენა შატაკიშვილი აცხადებს, იანვარში აღნიშნულ პროგრამებზე მესამე ნაკადის მიღება გამოცხადდა. პირველმა და მეორე ნაკადმა წარმატებით დაასრულა სასწავლო პროცესი. წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, თითოეულ პროგრამაზე 10-10 მსმენელის მიღება იგეგმება. ოთხივე პროგრამა სრულად დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ და დაინტერესებულ პირებს მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge .

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოსთვის ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება სამართლებრივი ვალდებულების აღებასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას გულისხმობს. კერძოდ, საქართველომ უნდა მოახდინოს ადგილობრივ კანონმდებლობაში ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი იმ დირექტივებისა და რეგულაციების ასახვა, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების XXV დანართშია მოცემული.

„აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“. აღნიშნული კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება განახლებადი ენერგიების შესახებ ევროკავშირის დირექტივას, საქართველოს მთავრობას ავალდებულებს, უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კვალიფიციური და სერტიფიცირებული მემონტაჟეების არსებობა ქვეყანაში.

რადგანაც ქვეყანაში აღნიშნული პროგრამა პირველად უნდა დანერგილიყო, საჭირო გახდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რა მიზნითაც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ს.ს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ შორის 2020 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი. განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’ ფარგლებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა