ნატო-ში აცხადებენ, რომ Bild-ის სტატია რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის შესახებ სასწავლო სცენარს ეხება

Bild-ის სტატია რუსეთსა და ნატო-ს შორის ომის შესახებ სასწავლო სცენარს ეხება. ამის შესახებ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა, იანის სარტსმა განაცხადა.

„Bild-მა სასწავლო სცენარი მოიპოვა, რომელიც სამხედრო შესაძლებლობების გამოსაცდელად ყოველთვის წარმოსახვით სიტუაციას ეხება. ადრე მსგავსი სცენარები არარსებულ სახელმწიფოებსა და გეოგრაფიას აღწერდა, დღეს რეალური ქვეყნები უფრო ხშირად გამოიყენება“, - წერს იანის სარტსი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

Bild-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, მიტკო მიულერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბუნდესვერის საქმიანობა (გერმანიის შეიარაღებული ძალები) უსაფრთხოების აქტუალურ საფრთხეებს ეხება.

„პრინციპში, მედიაში გავრცელებულ ამ ცნობას, მე ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ“, - აღნიშნა მიტკო მიულერმა.

ცნობისთვის, Bild-მა ბუნდესვერის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ეტაპობრივად აღწერს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სამხედრო კონფლიქტი რუსეთსა და ნატო-ს შორის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება