კრემლი - ვლადიმერ პუტინმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

„ორმა ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ გამოთქვა ინტერესი და უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

პუტინთან საუბრის შესახებ ინდოეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერი სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შედგენაზე შეთანხმდნენ.

„პრეზიდენტ პუტინთან კარგი საუბარი მქონდა. ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პოზიტიური მოვლენები განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შევადგენთ. ასევე, ჩვენ სხვადასხვა რეგიონული და გლობალური საკითხების შესახებ გავცვალეთ აზრები, მათ შორის რუსეთის მიერ BRICS-ის თავმჯდომარეობის შესახებ“, - წერს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

პუტინმა და მოდიმ, ინდოეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა