აშშ ისრაელის ქალაქ რაანანაში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს

აშშ ისრაელის ქალაქ რაანანაში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენ რაანანაში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმებს ვგმობთ, რომლის შედეგად დაიღუპა ერთი და რამდენიმე დაშავდა და მსხვერპლთა ოჯახების მიმართ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, დღეს, ისრაელის ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტი მოხდა. ეჭვმიტანილი ავტომანქანით ხალხს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 17 დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია