„ჰუსიტებმა“ ამერიკულ გემზე თავდასხმა განახორციელეს

ადენის ყურეში, ამერიკულ გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, იემენში მოქმედი დაჯგუფების გენერალმა, იაჰია სარიმ განაცხადა, რომ მათ ადენის ყურეში სამხედრო ოპერაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკულ ხომალდს „შესაბამისი სამხედრო-საზღვაო რაკეტებით“ დაარტყეს.

გენერლის თქმით, დარტყმები ზუსტი და პირდაპრი იყო.

„ჰუსიტები“ პირობას დებენ, რომ იემენზე ნებისმიერი დარტყმა უპასუხოდ არ დარჩება.

„ნებისმიერი ამერიკული და ბრიტანული ხომალდი, რომელიც მონაწილეობს იემენის წინააღმდეგ აგრესიაში, განიხილება მტრულ სამიზნედ. იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ამერიკისა და ბრიტანეთის თავდასხმებზე პასუხი აუცილებლად იქნება და რომ ნებისმიერი ახალი თავდასხმა პასუხისა და სასჯელის გარეშე არ დარჩება“, - განაცხადა იაჰია სარიმ.

მანამდე, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა განცხადება, რომ ხომალდი M/V Gibraltar Eagle მცირედ დაზიანდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში