ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვაფრთხილებთ ამერიკას და ბრიტანეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი იემენის წინააღმდეგ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, იემენის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყვიტონ.

„ვაფრთხილებთ ამერიკას და ბრიტანეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი იემენის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.

მისი თქმით, „ჰუსიტების“ მაღალჩინოსნებმა ირანს განუცხადეს, რომ გააგრძელებენ წითელ ზღვაში თავდასხმებს მანამ, სანამ გაგრძელდება გენოციდი ღაზის წინააღმდეგ ომში.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ადენის ყურეში, ამერიკულ გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს