CNN - აიოვაში გამართულ კოკუსში დონალდ ტრამპი ლიდერობს

აიოვას შტატში გამართულ „რესპუბლიკელების“ კოკუსში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლიდერობს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის პროგნოზით, „რესპუბლიკელების“ შიდაპარტიული არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო.

დონალდ ტრამპმა აიოვას მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.

„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ აიოვას დიდებულ ხალხს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ ახლა დროა ყველა, ჩვენი ქვეყანა, გავერთიანდეთ”, - განაცხადა ტრამპმა.

CNN-ი იუწყება, რომ აიოვას შტატის კოკუსში გამარჯვება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ კანდიდატი გახდეს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა