აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ირანის უგუნური სარაკეტო დარტყმები ერაყის სტაბილურობას ძირს უთხრის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ერაყის ჩრდილოეთ ქალაქ ერბილთან განხორციელებული თავდასხმა ძირს უთხრის ერაყის სტაბილურობას.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა და დასძინა, რომ აშშ მხარს უჭერს „ერაყის მთავრობისა და ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერაყელი ხალხის მისწრაფებების დაკმაყოფილებისკენ“.

შეგახსენებთ, ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომელზედაც პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო. მათი მტკიცებით, ბალისტიკური რაკეტების სამიზნე „ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის ნაწილებში ირანის საწინააღმდეგო ტერორისტულ თავშეყრები“ იყო.

ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა.

ერაყის უსაფრთხოებისა და სამედიცინო წყაროების ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მილიონერი ქურთი ბიზნესმენი პეშრაუ დიზაი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი, რომლებიც მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ სახლს ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა.

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი