რევაზ ლომინაძე - დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში პრემიერი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები

დავოსის წლევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები.

„დელეგაციაც წარმომადგენლობითია, მასში იქნებიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი ილია დარჩიაშვილი.

იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო აღმოჩნდა, იგულისხმება სხვადასხვა მიმდინარე კონფლიქტები და ეკონომიკური სირთულეები, საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ასეთ ფორუმში უაღრესად მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში და ექნება უმნიშვნელოვანესი ორმხრივი შეხვედრები“, - განაცხადა რევაზ ლომინაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა