თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გაგზავნილ წერილებში განმარტავს, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი

თბილისის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების - შპს „ერ ტე დე“-სა და შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-ის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გაგზავნილ წერილებში განმარტავს, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი.

როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის და სამსახურის მიერ ვერ კეთდება დაახლოებითი პროგნოზი სამუშაოების დასრულების ვადაზე. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ტექნიკური ზედამხედველის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წერილებით ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს უხარისხოდ, პროექტთან შეუსაბამოდ.

„ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის (სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას ორჯერ გამოვლენილი ფაქტის შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი არ ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს) შესაბამისად, ცალმხრივად შეგიწყდათ ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის მე-9 მუხლის 9.10 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოგერთმევათ სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში