გივი მიქანაძე - პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები არიან - ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის პროექტი „ნაციონალური მოძრაობა-2“

პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები არიან - ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის პროექტი „ნაციონალური მოძრაობა-2“, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

მიქანაძე იმასაც ამბობს, რომ მათი კოორდინაცია, გადაჯგუფება არაფრის მომტანი იქნება, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაადასტურებს.

"ნიკა მელიას, ლელო-ხაზარაძის, სავარაუდოდ, გიორგი გახარიასა და შემდგომ ლომჯარია-ზურაბიშვილის ჩართულობით ფორმირდება დაჯგუფება, რომლის მცდელობაა თავი, ვითომ და, მესამე ნეიტრალურ ძალად წარმოაჩინონ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის პროექტი "ნაციონალური მოძრაობა-2", რასაც საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს და ხედავს.

აქვთ მცდელობა იმისა, რაღაც ხმები გადაიქაჩოს, რათა ეს ხმა არც "ნაციონალური მოძრაობისკენ" და არც "ქართული ოცნებისკენ" არ წავიდეს.

პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ადამიანები არიან - შესაბამისად, მათი კოორდინაცია, გადაჯგუფება არაფრის მომტანი არ იქნება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კარგად წამოაჩენს, თუ ვის პოზიციას დაუჭერს მხარს საზოგადოება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!