გივი მიქანაძე - ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესში ინკლუზიურობის კომპონენტი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება - დაცული იქნება ღია კარის პრინციპი

ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესში ინკლუზიურობის კომპონენტი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება - დაცული იქნება ღია კარის პრინციპი, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

მიქანაძის ინფორმაციით, საკითხების პარლამენტის კომიტეტებსა და სესიაზე გატანამდე გარკვეული წინამოსამზადებელი პროცესი გაიმართება.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება წინამოსამზადებელი ფორმატები, მიქანაძის თქმით, ადგილი ექნება გარკვეულ აქტივობებს, კონსულტაციებს, რაც პოზიციების გაცვლას გახდის შესაძლებელს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ევროკომისიის ცხრა რეკომენდაცია მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შესრულდეს. რეკომენდაციების შესრულებაზე სრული მზაობა გვაქვს. ინკლუზიურობის კომპონენტი აუცილებლად გათვალისწინებული იქნება. მთავარია, ამ ინკლუზიურობას ოპოზიცია კვლავაც დესტრუქციისთვის გამოიყენებს თუ რაიმე კონსტრუქციულობის ელემენტს შემოიტანენ - ვეჭვობ, რომ მათ ამის პოტენციალი არა აქვთ და ისევ ძველ დღის წესრიგს დაადგებიან.

რა თქმა უნდა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე აქტიური განხილვა დაიწყება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ვიდრე საკითხები კომიტეტებსა და სესიაზე გადაინაცვლებს, წარიმართოს გარკვეული წინამოსამზადებელი პროცესი. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, თუ რა ფორმით იქნება ინკლუზიურობა, მაგრამ ეს ყველა დონეზე იქნება უზრუნველყოფილი იქნება.

ვნახოთ, რა ფორმითა და კონსტრუქციულობით ჩაერთვება ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე