ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი - ირანი სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს

ირანი სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა.

„თეირანი სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, მაგრამ ამავე დროს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების შეკავების მიზნით თავის ლეგიტიმურ და ლეგალურ უფლებას იყენებს“, - განაცხადა ნასერ ქანაანმა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ ერაყისა და სირიის მიმართულებით რაკეტების გაშვების მიზანს, ირანის უსაფრთხოების დაცვა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო.

რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ მათ სამიზნეს ერაყის ნახევრად ავტონომიურ ქურთისტანის რეგიონში მდებარე ისრაელის „ჯაშუშთა შტაბ-ბინა“ წარმოადგენდა.

ქურთისტანის რეგიონული საბჭოს ცნობით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.

ერაყმა ირანის აგრესია დაგმო და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ერაყი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება