გიორგი ამილახვარმა ნორვეგიის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოში ნორვეგიის ელჩთან, ბერგლიოტ ჰოვლანდთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.

„მინისტრმა ელჩს განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნო და მადლობა გადაუხადა საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო პროექტს - „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ნორვეგიელი ექსპერტების მონაწილეობით, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.

ნორვეგიის ელჩმა დადებითად შეაფასა ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მინისტრს სამაგალითო პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა