ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობა „ახლო მომავალში“ არის შესაძლებელი

აუცილებელი არაა ისრაელ-პალესტინის მშვიდობა წლების შემდეგ იყოს, “ახლო მომავალში” არის შესაძლებელი. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დავოსში მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

“ეს განუხორციელებელი არ არის… ნაწილები არსებობს, ერთად უნდა ავაწყოთ ისინი, ამ შედეგის მისაღწევად; და არა წლების შემდეგ, არამედ ახლო მომავალში, თუ ყველანი გავერთიანდებით და ამ კურსის არჩევისას მივიღებთ გონივრულ და გაბედულ გადაწყვეტილებებს”, - განაცხადა სალივანმა.

სალივანის თქმით, ის აქტიურად მუშაობს, რათა ისრაელის რეგიონში ინტეგრაცია განავითაროს როგორც ღაზაში მიმდინარე კრიზისის მოგვარების ინსტრუმენტი.

ომამდე ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომაზე საუბრისას სალივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის აზრით ისრაელსა და პალესტინელებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დიდი ალბათობით წარმატებით არ დასრულდებოდა.

“ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ საუკეთესო მიდგომა “პაკეტურ” შეთანხმებაზე მუშაობაა, რომელიც ისრაელსა და საკვანძო არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასთან ერთად პალესტინელი ხალხისთვის აზრიან პროგრესსა და პოლიტიკურ ჰორიზონტს მოიცავდა.

ეს იყო ჩვენი მიზანი 7 ოქტომბრამდე და 7 ოქტომბერს "ჰამასი“ ამ მიზნისადმი ჩვენი პროგრესის განადგურებას ცდილობდა”, - განაცხადა სალივანმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას ამ ძალისხმევებზე ხელი არ ჩაუქნევია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება