ემანუელ მაკრონი უკრაინას ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თებერვალში უკრაინას ეწვევა, სადაც უსაფრთხოების გარანტიის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინას, უახლოეს კვირებში SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ 40 რაკეტასა და რამდენიმე ასეულ ბომბს გადასცემენ.

„ვაპირებთ, უკრაინას გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. თავად გავემგზავრები უკრაინაში თებერვალში და გავაფორმებ ამ შეთანხმებებს“ - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ევროპელები უახლოეს კვირებში გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ მან გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა რუსეთის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვს არ მიეცეს საშუალება უკრაინა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება