ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში, დავოსში ვიზიტი დაიწყო.

მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.

"მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის IT სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ქვეყნის დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკის შედეგად ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

Koç Holding-ი არის უმსხვილესი თურქული კომპანია, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს 500 კომპანიას შორისაა. ის თურქეთის ბაზრის გლობალური მოთამაშეა. მას აქვს წამყვანი პოზიციები კონკურენტუნარიანი უპირატესობებით ენერგეტიკაში; საავტომობილო, ფინანსურ სექტორებში. კომპანიას საწარმოო ობიექტები აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში, ექსპორტს ახორციელებს 150 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის - ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, იტალიაში, რუმინეთში, ავსტრალიაში, ჩინეთში და ა.შ.

კომპანიაში დასაქმებულია 105,000 ადამიანი და მისი შემოსავალი 34,97 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საქართველოში Koç Group-ი რამდენიმე სასტუმროს ფლობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო