ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენისთვის ხელმოწერების შეგროვება თბილისშიც დაიწყო

ბორის ნადეჟდინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენისთვის თბილისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად რუსი პოლიტიკოსი ავრცელებს.

„შეგიძლიათ ხელმოწერა თბილისში დატოვოთ. ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს გეოგრაფიას და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მოიწვიეთ თქვენი ნაცნობები და მეგობრები - საქართველოში შეგროვება გაიხსნა! თან წაიღეთ თქვენი შიდა რუსული პასპორტი. გელოდებით!“ - წერს ბორის ნადეჟდინი „ტელეგრამის“ არხზე.

რეგისტრაციისთვის ნადეჟდინს 100 ათასი ხელმოწერა სჭირდება. გუშინ, მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით 11 ათასზე ცოტათი მეტი ხელმოწერა შეაგროვა.

ცნობისთვის, ბორის ნადეჟდინი კანდიდატად პარტია „სამოქალაქო ინიციატივამ“ წარადგინა. ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ იგი უკრაინაში ომს ეწინააღმდეგება და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მის დასრულებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა