ანჯეი დუდა - უკრაინა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ უნდა ისწრაფოდეს

უკრაინა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ უნდა ისწრაფოდეს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ომის დროს ეს შეუძლებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინამ ნატო-ში მოწვევა უნდა მიიღოს, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში ამ საკითხის განხილვის პროცესს დაიწყებს. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ეს უკრაინის დამცველებისთვის მორალურად ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ნატო-ს სიძლიერისთვის და პოლონეთის უსაფრთხოებისთვის.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება