„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წერეთლის გამზირის მიმდებარედ აქცია-პერფორმანსი გამართეს

წერეთლის გამზირის მიმდებარედ, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “კორუფციით ატალახებული თბილისი”, “კალაძის კორუფციით ატალახებული თბილისი”.

აქციის მონაწილეების თქმით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ და კახა კალაძემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

კახა კალაძე თბილისის კოშმარი გახდა. კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი აატალახა. ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, ვინაიდან კახა კალაძე არის თბილისის და თბილისელების ბიუჯეტის ქურდი. კალაძე ხელშეკრულებებს გასცემს იმ კომპანიებზე, რომლებიც შემდგომში არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. ეს არის პოლიტიკური კორუფცია. ფაქტობრივად, თბილისელების ჯიბიდან ფინანსდება „რუსული პარტია“ და ამას ნამდვილად გამოძიება სჭირდება. ჩვენ ახლა ვაპირებთ კალაძის კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება თბილისის მერიაში წავიღოთ. აი, ეს ტალახი კახა კალაძეს უნდა მივუტანოთ, რათა მან ცხვირწინ დაიდოს და კარგად შეხედოს საკუთარ დანაშაულს. მათ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და უნდა წავიდნენ”, - განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან და შპს "ერ ტე დე"-სთან ხელშეკრულება გაწყვიტა. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია