„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 7 სანატორიუმია გასხვისებული

„წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 7 სანატორიუმია გასხვისებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, დღეის მდგომარეობით, გასხვისებულია შემდეგი სანატორიუმები: „წყალტუბო“, „მედეა“, „თბილისი“, „ივერია“,“ცისკარი“, „სამგურალი“ და „უშიშროება“.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე ბოლოს, გასული წლის ნოემბერში, „უშიშროება“ გასხვისდა, ხოლო 2023 წლის 30 ოქტომბერს „სამგურალი“ გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, 2022 წელს მთავრობამ გასაყიდად 14 სანატორიუმი გამოიტანა. პირველ აუქციონზე მხოლოდ 2 სანატორიუმი „თბილისი“ და „მედეა“ გაიყიდა. მეორე აუქციონზე დარჩენილი 12 სანატორიუმიდან სახელმწიფომ ვერცერთი გაასხვისა. 2023 წლის სექტემბერში კი, მესამე სანატორიუმი „წყალტუბო“ გაიყიდა. ის საპრივატიზებო პირობების მიხედვით, შპს „გოლდენ თაუერსმა“ შეიძინა. დღეის მდგომარეობით გაყიდული სანატორიუმებიდან კი ყველაზე ძვირადღირებულია ყოფილი სასტუმრო „უშიშროება“, რომელიც 6,886 კვადრატული მეტრის შენობას და 250,768 კვადრატული მეტრის მიწას აერთიანებს.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა