კახა კალაძე - ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ყველას მოვუწოდებ ითანამშრომლონ ჩვენთან, მზად ვართ ხელი შეგიწყოთ, შეგეძლებათ ახალაშენებულ, მოწესრიგებულ ბინებში დაბრუნდეთ

თბილისის მერი, კახა კალაძე ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის მერიასთან ითანამშრომლონ.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, სამუშაოების დასრულებამდე თბილისის მოქალაქეებს ქირითა და იჯარით უზრუნველყოფს.

„ყველას მინდა მოვუწოდო აქტიურობისკენ, ვინც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ითანამშრომლონ ჩვენთან, ყველანაირად მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, სანამ სამუშაოები და სამშენებლო მიმდინარეობს, ქირით და იჯარით უზრუნველყოფას ჩვენ საკუთარ თავზე ავიღებთ, ყველაფერს მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს და შეგეძლებათ ახალ აშენებულ, გარემონტებულ საცხოვრებელ კორპუსებში, მოწესრიგებულ ბინებში დაბრუნდეთ“, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობაა და თბილისის მერიას მათი განახლება-ჩანაცვლება დაწყებული აქვს.

„მინდა ინფორმაციის სახით გითხრათ, რომ ამჯერად, სამგორის რაიონში, მესამე მასივის მეოთხე კვარტალში მდებარე ნომერ მე-6 კორპუსს ეხება აღნიშნული გადაწყვეტილება. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის, სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გასული წლის დეკემბერში ჩატარდა უკვე ბაზრის კვლევა. მიმდინარე თვის ბოლომდე გამოცხადდება შესაბამის ტენდერი, სადაც დაინტერესებულ სამშენებლო თუ დეველოპერულ კომპანიებს შეუძლიათ დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ და მონაწილეობა მიიღონ. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა სამშენებლო, დეველოპერულ კომპანიას, მიიღეთ მონაწილეობა. მესმის, რომ შეიძლება არ იყოს ისეთი პროექტები, სადაც მაღალი მოგება ფიქსირდებოდეს, ეს უფრო სოციალურ პროექტებია, მაგრამ თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ასეთი შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება შევძლოთ. უკვე რამდენიმე პროექტის სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს. უკვე აშენებულია რამდენიმე სართული და სამუშაოებს მალე დავამთავრებთ. გვინდა, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ და ამ მიმართულებებით შეფერხებები არ გვქონდეს. ამ კონკრეტულ მისამართზე იყო 4 სართულიანი ავარიული სახლი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო და მის ნაცვლად, 10 სართულიანი თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსი აშენდება“, -განაცხადა კალაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე