გერმანიის ქალაქ კიოლნში მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

გერმანიის ქალაქ კიოლნში მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის შეფასებით, საპროტესტო აქციაზე ათიათასობით ადამიანი იმყოფებოდა და რამდენიმე საათით მოძრაობა შეიზღუდა. გასულ შაბათ-კვირას მსგავსი აქციები გერმანიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა და პოტსდამში გამართულ აქციაზე გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკიც გამოჩნდნენ.

აქციების გამართვის მიზეზს, საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნება წარმოადგენდა, რომლის მიხედვით, გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოლიტიკოსებმა და სხვა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების წევრებმა შეხვედრა გამართეს, სადაც ქვეყნიდან იმიგრანტული წარმოშობის ადამიანების მასობრივი დეპორტაციის იდეაზე იმსჯელეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს