ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მონიტორინგის სამსახურში დასაქმების მსურველთათვის ვაკანსიებს აცხადებს

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მონიტორინგის სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის სპეციალისტის ვაკანსიებზე მიღება გამოაცხადა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კატეგორიების მიხედვით, მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 1862-დან 3325 ლარამდეა.

„სატრანსპორტო რეფორმა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილია აღსრულება. მათ, ვისაც აქვს დასაქმების სურვილი და უნდა გახდეს მერიის სატრანსპორტო რეფორმის მონაწილე, შეუძლია, მიმართოს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, კანდიდატს შესაძლებლობა ექნება, მონიტორინგის სამსახურში დასაქმდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე