„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის მერიასთან წერეთლის გამზირიდან წამოღებული ტალახი მიიტანეს

თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის შეფერხების საპროტესტოდ აქცია-პერფომანსი გამართეს.

მათ ადგილზე მიიტანეს ტალახი, რომელიც მათი თქმით, არის „კახა კალაძის მმართველობის სიმბოლო და სახე“.

„წერეთლის გამზირიდან კახა კალაძის კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება მოვიტანეთ. აი, ამ ტალახის გავლა წერეთლის გამზირზე მაცხოვრებლებს უწევთ. თავდაპირველი დაპირება იყო, რომ პროექტი 2023 წელს დასრულდებოდა, თუმცა 2024 წელი დაიწყო, 17 იანვარია და კომპანიები აღარ არსებობენ. ის კომპანიები, რომლებიც იქ მუშაობდნენ “ქართული ოცნების” შემომწირველები იყვნენ, ესენი არიან ფავორიტები ხელისუფლების. ეს კომპანიები წინასაარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” ფულს სწირავენ. ეს ტალახი არის კახა კალაძის მმართველობის სიმბოლო და სახე. აი, ამ მმართველების სიმბოლოს, კორუფციულ ტალახს კახა კალაძეს შევუტანთ. ეს ტალახი დაიდოს და საკუთარ დანაშაულს უყუროს“, - განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან და შპს "ერ ტე დე"-სთან ხელშეკრულება გაწყვიტა. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა