ირაკლი ჩიქოვანი - ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას, რომელიც გააჩნია საქართველოსთან, ისინი ხედავენ პოტენციალს, რომელიც საქართველოს აქვს

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა კომერციის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოსთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. ამ შეხვედრაზე განხილულ იქნა აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას, ვინაიდან ხედავს ქვეყნის პოტენციალს და მისი მდებარეობის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას. მისივე თქმით, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს კარგად აქვთ გააზრებული ის შესაძლებლობები, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის შედეგად იქმნება.

"ძალიან დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას, რომელიც გააჩნია საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები ზომაში განსხვავდებიან და ეკონომიკები აბსოლუტურად სხვადასხვა ზომის არის, ისინი ხედავენ იმ პოტენციალს, რომელიც გააჩნია საქართველოს. როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს გეოსტრატეგიული მდგომარეობა, როგორ შეიძლება ხელი შეეწყოს საქართველოში ბიზნესის წარმოებას და ქართველი ბიზნესმენებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ და ჩვენს ჩინელ კოლეგებსა და პარტნიორებს კარგად გვაქვს გააზრებული ის შესაძლებლობები, რომელსაც ქმნის ჩვენი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ სხვა სახელმწიფოებთან მიმართებითაც გვაქვს კომუნიკაცია, რომლებიც მონაწილეობენ შუა კორიდორის პროექტის განხორციელებაში და ვისაუბრეთ ამ პროექტების დეტალებზე. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ დინამიკურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ ვხედავთ შესაძლებლობებს, ვხედავთ იმ საკითხებს, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულია და რაზეც უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება იმისათვის რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ამ თანამშრომლობის შედეგები." - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

"ქართული ოცნების" დელეგაცია, რომელსაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტს 20 იანვარს დაასრულებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე