ბექა დავითულიანი - ოპოზიციას არ სცოდნია, რა არის ელიტური კორუფცია - ელიტურ კორუფციაზე სასჯელს იხდის სააკაშვილი

ოპოზიციას არ სცოდნია, რა არის ელიტური კორუფცია - ელიტურ კორუფციაზე, რომელსაც "პიჯაკების საქმეს" ეძახიან, სასჯელს იხდის სააკაშვილი, ამიტომ გაეცნონ ამ საქმეს და კეზერაშვილისგან მიღებული ფული კარგად შეინახონ, რომ გაახსენდეთ ხოლმე, რას ნიშნავს ელიტური კორუფცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრალდებებს მმართველი გუნდის მისამართით, ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით.

"ოპოზიციას ვურჩევდი, სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის კვლევებს გაეცნონ და მერე გააკეთონ უპასუხისმგებლო განცხადებები. ელიტური კორუფცია არ სცოდნია ოპოზიციას რა არის და მე ავუხსნი. ელიტური კორუფციაა, როცა სახელმწიფო ფულით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან საიდუმლო მუხლით საკუთარ შვილს სწავლის ფულს გადაუხდი. ელიტური კორუფციაა, დისნეი ლენდში რომ გაუშვებ ოჯახს საიდუმლო მუხლით ბიუჯეტიდან გამოწერილი ფულით და მასაჟისტებს რომ ჩამოიყვან ან შენ ჩაფრინდები მათთან. ესაა ელიტური კორუფცია, რომელზეც იხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი და რომელსაც პიჯაკების საქმეს ეძახის ოპოზიციას. ამიტომ გაეცნონ ეს საქმეს, კარგად ისწავლონ, რა არის ელიტური კორუფცია, კეზერაშვილისგან მიღებული ფული კარგად შეინახონ, რომ გაახსენდეთ ხოლმე, რას ნიშნავს ელიტური კორუფცია," - განაცხადა დავითულიანმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია