გივი ჩხარტიშვილი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების საკითხს გამოეხმაურა

თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი წევრი, გივი ჩხარტიშვილი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამუშაოები ვადის ფარგლებში დასრულდება და გზის სავალი ნაწილი იანვრის ბოლოს გაიხსნება.

„ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ წერეთელზე გზის სავალი ნაწილი ორმხრივად იანვრის ბოლოს აღდგება. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას იმ კომპანიებთან, რომლებმაც ვერ შეასრულეს ვალდებულებები - ეს გადაწყვეტილება კანონიერია. რეაბილიტაციის პროცესში კომპანიები არაერთხელ დაჯარიმდნენ გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენის, უსაფრთხოების ნორმების არასათანადოდ დაცვის და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო. ამავდროულად, ამ კომპანიებს წარდგენილი ჰქონდათ საბანკო გარანტიები, რაც ნიშნავს, რომ ეს თანხები ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ თბილისის ბიუჯეტში ჩაირიცხება. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაწვდით“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

როგორც დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიცია უტიფრად განაგრძობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას თავისი პარტიული ტელევიზიების მეშვეობით, რითაც ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას.

„ტყუილზე აგებულმა პოლიტიკამ კი, ქართული ოპოზიცია რა მდგომარეობაშიც ჩააყენა, ამას საზოგადოება კარგად ხედავს და დარწმუნებული ვარ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა ამას სათანადოდ შეაფასებს“, - აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა