უკრაინაში აშშ-ის ელჩი რუსების მიერ ოდესისა და ხარკოვის დაბომბვას ეხმაურება

უკრაინაში აშშ-ის ელჩი რუსების მიერ ოდესისა და ხარკოვის დაბომბვას გამოეხმაურა. „რუსეთი ყოველდღიურად მთელი უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობის, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით რაკეტებს ისვრის - გუშინ ღამით, ოდესასა და ხარკოვში. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, თუ პუტინს ეს შერჩება, იგი უკრაინაში არ გაჩერდება“, - წერს უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს ღამით, რუსებმა ოდესა და ხარკოვი დაბომბეს. რუსების თავდასხმის შედეგად, ოდესაში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო ხარკოვში ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება