გიორგი ბოტკოველი - 2024 წელს დასრულდება ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული გარიგებებით არის დაკავებული

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2024 წელს დასრულდება ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული გარიგებებით არის დაკავებული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიკორუფციული მიმართულების წარმომადგენლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ადამიანების ჩამოსვლა და შესაბამისად, ამ ტიპის ყურადღება საქართველოს არ მოაკლდება.

„რას ნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიკორუფციული მიმართულების წარმომადგენლის ჩამოსვლა დღეს საქართველოში? დარწმუნებული ვარ, ეს უფრო კარგად იმ ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, რომელი ხელისუფლებაც გვყავს ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის ხელდასმით და ისინი ფაქტობრივად წარმოადგენენ ერთ კორუფციულ კლანს. სწორედ ასეთი ადამიანების ჩამოსვლა და ასეთი ყურადღება არ მოაკლდება ჩვენს ქვეყანას და 2024 წელს დასრულდება იმ ხელისუფლების მმართველობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული საკითხებით, საკუთარი ჯიბეების გამდიდრებით არის დაკავებული და ის ვალდებულებები, რომელიც 2012 წელს აიღო მთავარმა კორუფციული ბუდის ავტორმა ივანიშვილმა და არ შეასრულა, 2024 წელს ქართველი ხალხი გასცემს ამ ყველაფერს პასუხს,“ განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო