დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში გასული წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა

უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე პარაკარატისტია, რომელიც ოთხგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.

„არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი, შესაბამისმა ფედერაციებმა. საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ერთადერთი სპორტული მედიაკავშირი JAKO -ს საიუბილეო საღამოს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მთავარი სპონსორი და მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ