„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ხელსაყრელ ფასად სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ხელსაყრელ ფასად - 225 ლარად სთავაზობს. ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეთავაზება ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულძრავიან მოდელზე ვრცელდება, სარგებლობას კი მხოლოდ ფიზიკური პირები შეძლებენ.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის ტიპიდან გამომდინარე, 40 000-დან 80 000-მდე კმ გარბენზეა რეკომენდებული. გადაცემათა კოლოფის დაზიანებისა და მისი შეკეთების გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან არიდება კი ხანდაზმული ზეთის ორიგინალი წარმოების ზეთით დროული ჩანაცვლებითაა შესაძლებელი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ შეთავაზების ფარგლებში, ზეთის შეცვლის სრული მომსახურებისთვის მომხმარებელი მხოლოდ 225 ლარს გადაიხდის, რითაც უზრუნველყოფს გადაცემათა კოლოფის მსუბუქ და უსაფრთხო მუშაობას, შეამცირებს დატვირთვის კოეფიციენტს და შესაბამისად - საწვავის მოხმარებასაც და ამასთან ერთად, ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, ჰიბრიდულ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას ტოიოტას მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უზრუნველყოფენ და მომხმარებელს ავტომობილს უმოკლეს დროში განუახლებენ.

შეთავაზებით სარგებლობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, წინასწარ შეათანხმონ სერვისის მიღების თარიღი და დრო, შემდეგ კი ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი