ბელგიის პრემიერი აცხადებს, რომ 280 მილიარდი ევროს ოდენობის რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციისთვის მკაფიო მექანიზმია საჭირო

280 მილიარდი ევროს ოდენობის რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაციისთვის მკაფიო მექანიზმია საჭირო. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განაცხადა.

„ჩვენ აქტივების კონფისკაციაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ მექანიზმზე უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, მათი გამოყენება უკრაინის დახმარებისთვის საჭირო თანხების მოსაზიდად შეიძლება“, - განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

„ჩვენ შემდგომი დისკუსიისთვის და გლობალური ფინანსური სისტემის დესტაბილიზაციის გარეშე, უკრაინისთვის ამ ტრანსფერების სამართლებრივი საფუძვლის მოძიებისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციას განიხილავენ, მაგრამ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ცენტრალური ბანკის აქტივების მიმართ ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე